ბათუმში, ვარდების სკვერში საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში, ვარდების სკვერში საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციის  ლოზუნგი იყო – „პუტინი კლავს”, “გახარია წადი”.   აქციაზე მოქალაქეებთან ერთად, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” ლიდერები და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ.

“არა ოკუპაციას, პუტინი მტერია, პუტინი კლავს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს, იგი თვალთხარიაა. ჩვენ არ დავნებდებით რუსს. ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი და ეს გაგრძელდება”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

 

 

კომენტარები