ბათუმში, კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა – 12 დეკემბერს შეიყვანეს 

ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. გოგონა 12 დეკემბერს შეიყვანეს  „ბაუში“.  კლინიკაში შეყვანის დროს  ჰქონდა ორმხრივი პნევმონია,  ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 12 დეკემბრიდან მკურნალობდა.

-„კლინიკაში შეყვანის დროს მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა. უკვე ჰქონდა ფილტვის დაზიანების მაღალი ინდექსი, ორმხირივი პნევმონია, სუნთქვის გართულებით შემოიყვანეს. რამდენიმე დღეში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 26 დეკემბერს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს. ექიმებს მუდმივად ჰქონდათ კონსულტაციები წამყვან მედიკოსებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, დღეს 12 საათზე პაციენტი გარდაიცვალა”, – აცხადებენ „ბაუში“.

კომენტარები