ბათუმში, კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში შეყვანის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პაციენტს ფილტვების 80% დაზიანებული ჰქონდა.

-„ქალბატონი, ოთხ ნოემბერს შემოიყვანეს კლინიკაში. შემოყვანისთანავე ავადმყოფის მდგომარეობა იყო მძიმე. აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ციანოზი იყო გამოხატული. სასწრაფოდ გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც გამოჩნდა ფილტვის 80 პროცენტის დაზიანება. იმ წუთასვე გადავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში, რამდენიმე საათში დაგვჭირდა ინტუბაცია. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. განვითარდა მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, რასაც დაერთო თირკმლის მწვავე უკმარისობა და სამწუხაროდ, გუშინ გარდაიცვალა“, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 73 154-მდე გაიზარდა.

ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა.

დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა – 448, იმერეთი – 513, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 175, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287, კახეთი – 98, მცხეთა-მთიანეთი – 119, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

სულ გარდაცვლილია 636 ადამიანი.

კომენტარები