ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი დედასთან ერთად -დე­დას ჰყავ­და ხელ­ში 20 დღის მე­ძუ­ძუ­რი შვი­ლი

ბა­თუმ­ში, 26 მა­ი­სის ქუ­ჩა­ზე 5-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ერთი სა­დარ­ბა­ზო ჩა­მო­ინ­გრა. არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი დედასთან ერთად

📸 ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება

-„გვერ­დით სა­დარ­ბა­ზო­ში ვცხოვ­რობ, შე­მო­მეს­მა უზარ­მა­ზა­რი აფეთ­ქე­ბა­სა­ვით ხმა, გა­მოვ­ვარ­დი, ვნა­ხე რომ მთე­ლი სა­დარ­ბა­ზო იყო ჩა­მოშ­ლი­ლი. გვერ­დით იდგა მან­ქა­ნა, მან­ქა­ნის გა­რეთ დე­დას ჰყავ­და ხელ­ში 20 დღის მე­ძუ­ძუ­რი შვი­ლი, ქმა­რი და წლის და სამი თვის ბავ­შვი მან­ქა­ნა­ში იყ­ვნენ. მე­უღ­ლე გა­დარ­ჩა იმით, რომ მის მხა­რეს არ და­ე­ცა სინ­კა­რე­ბი. ბავ­შვს და­უ­ზი­ან­და ფეხი, შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ძლივს გად­მო­იყ­ვა­ნა მან­ქა­ნი­დან სას­წრა­ფომ. მი­ზე­ზი ზუს­ტად არა­ვინ იცის. ამ­ბო­ბენ, კორ­პუ­სი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყოო. იმ­დენს თხრი­ან აქა­უ­რობს, გა­მო­უ­თხა­რეს ძირი, მთე­ლი ბა­თუ­მი ასეა გა­და­თხრი­ლი. მე­ო­რე სარ­თულ­ზე იყო რე­მონ­ტი, იქი­დან შე­უმ­ჩნე­ვით თავ­და­პირ­ვე­ლად ქვე­ბის ცვე­ნა“, – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „მთა­ვარ­თან“

კომენტარები