„ბათუმში ნაცების აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა – ეს შეშლილი კერპთაყვანისმცემლები ცდილობენ საფლავში დანარჩენი საზოგადოებაც ჩაიყოლონ“ – სოსო მანჯავიძე

-„ბათუმში ნაცების აქციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს საშიში ასოციალური მოტივაციებით გაჟღენთილ დესტრუქციულ სექტასთან, რომლის მოქმედება მკვეთრად გამოხატულ სუიციდალურ ხასიათს ატარებს.
ამავე დროს, არაცნობიერად ეს შეშლილი კერპთაყვანისმცემლები ცდილობენ საფლავში დანარჩენი საზოგადოებაც ჩაიყოლონ.

ენმ-ს წევრები და მომხრეები რომ კორონას არსებობას უარყოფდნენ, მათი ქცევა კიდევ რაღაც რაციონალიზმის ჩარჩოში ჩაჯდებოდა-არ ჯერავთ და მორჩა.
მათ რომ ღმერთი სწამდეთ და ამბობდნენ, რომ რწმენა გადაარჩენთ, გაიგებდი ადამიანი-სწამთ და მორჩა.
მაგრამ ასე არაა, პირიქით.

ისინი არც კორონას არსებობას უარყოფენ და არც ღმერთი სწამთ.
უბრალოდ ამ საოცარი ნგრევის მანიით არიან შეპყრობილები და ყველაფრის განადგურებაზე ოცნებობენ.

ამიტომაც ვამბობ და პეტიციაც შევადგინეთ ამისათვის, რომ ამ საშიშ სექტას უნდა შემოვაცალოთ პოლიტიკური საბურველი და ავკრძალოთ, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი. ქვეყანაც დაისვენებს და მათ ზომბირებულ მომხრეებსაც მიეცემათ ჰიპნოზიდან თავის დაღწევის საშუალება“, – წერს ანალიტიკოსი, სოსო მანჯავიძე – ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის“ შეკრების შესახებ – კორონავირუსის მიუხედავად, ყოველგვარი წესების გარეშე ჩატარდა.

კომენტარები