ბათუმში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა

ბათუმში კამპანიის “გადაარჩინე სიცოცხლე” ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარების 30 ყუთი განთავსდა.

პროექტის მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა. აჭარაში 1000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1 ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება.

პროექტთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარსა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ითქვა, რომ 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე, ეს არის სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს.

 

 

კომენტარები