ბათუმში, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ვეტერინარულად შეუმოწმებელი 98 კილო ხორცი ამოიღეს
ბათუმში, აგრარულ ბაზარში, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ვეტერინარულად შეუმოწმებელი 98 კილო ხორცი ამოიღეს. აგრარული ბაზარი 3 ათასი ლარით დაჯარიმდა.
ქართული კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში ყველა ხორც-პროდუქტი რეალიზაციამდე ვეტერინარულ შემოწმებას გადის.
ეს ბაზრის დაჯარიმების პირველი შემთხვევა არ არის. ობიექტი საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზებისთვის გასულ თვეშიც დაჯარიმდა.