ბათუმში, ფესტივალის „ღამის სერენადების“ კონცერტები დასრულდა

ბათუმში, კლასიკური მუსიკის ფესტივალის „ღამის სერენადების“ კონცერტები დასრულდა. ფესტივალი 2 სექტემბრიდან თბილისში გაგრძელდება.

ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტზე სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შესრულდა.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 37 წლის ისტორიას ითვლის. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე. მასთან ერთად ფესტივალს მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები