ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორს ააშენებენ

ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორს ააშენებენ. სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 600 000 ევროს შეადგენს.
ახალი კოლექტორის გავლით სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება.
“სატუმბი სადგური უხვი ნალექის დროს ქალაქის ცენტრალური კოლექტორებიდან მიღებული სანიაღვრე წყლების გადატუმბვას უზრუნველყოფს, რაც ქალაქის დატბორვის საშიშროებას მნიშვნელოვნად შეამცირებს”, – აცხადებენ მერიაში.
პარალელურად A და B ცენტრალური წყალარინების კოლექტორების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, რომელიც გრიბოედოვის ქუჩიდან ტბელ აბუსერიძის ქუჩის გავლით წყალარინების A სატუმბ სადგურამდე მონაკვეთს მოიცავს. სამუშაოების ღირებულება 2 791 000 ევროა.

კომენტარები