ბათუმში 78 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსისგან 78 წლის პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა. 

გამოჯანმრთელებული პაციენტი ქალი 76 წლის მამაკაცისგან დაინფიცირდა. 

„მას აღენიშნებოდა პნევმონია. მკურნალობის შემდეგ მას აღარ ჰქონდა ვირუსი. ორჯერ ჩატარებულმა ტესტმაც დაადასტურა, პნევმონიისგანაც სრულად განიკურნა. პაციენტმა უკვე დატოვა კლინიკა“, – განაცხადა  კლინიკა „მედალფას“ მენეჯერმა, ლევან ანთაძემ.

მედალფაში“ 37 ინფიცირებული რჩება. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა სულ 14 პაციენტი.

კომენტარები