ბაია პატარაია: წამება იყო ნაცების პენიტენციალური სისტემის ნაწილი!

– ” ახლაღა წავაწყდი ცხარე გარჩევებს “ცოცხების” თემაზე (გიგა მაქარაშვილი და Giorgi Mshvenieradze კედელზე) და დეტალებში შეუსვლელად ვიტყვი, სანამ არ აღიარებს ნაციონალური მოძრაობა ყველა იმ შეცდომასა და დანაშაულს, რომელიც ხდებოდა მისი მმართველობის დროს, მას შანსი არ ექნება ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში.
(ამ მომენტში სრულიად მეორეხარისხოვანია ისეთ დეტალებზე კამათი, ცოცხით რომ სინამდვილეში არავის აუპატიურებდნენ და ბევრი კადრი, რომ მართლა ბედუკაძის დადგმულია.) წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო იმდროინდელი პენიტენციალური სისტემის ნაწილი. წერტილი. ესაა ფაქტი, რომელიც ოდესღაც შეიძლება არ ვიცოდით, მაგრამ დღეს ვიცით! ამ ფაქტს უნდა აღიარებაც და მუდმივად დამახსოვრება, რომ არასოდეს აღარ მივბრუნდეთ უკან. ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, მხოლოდ ასეა შესაძლებელი უკეთესი ქვეყნის შენება. დრო არ შლის ძველ შეცდომებსა და დანაშაულებს. იმისთვის რომ პოლიტიკური პატიება და ხელახალი ნდობა მოიპოვოს პოლიტიკურმა პარტიამ, საჭიროა პრობლემის აღიარება, სინანული, გამოსწორება.
ახლა ვიღაც შეიძლება გამომიხტეს და მითხრას, შენ აზრზე არა ხარ პოლიტიკის და პოლიტიკა ეგრე არ კეთდებაო. შეიძლება პოლიტიკა ასე არ კეთდებოდა გუშინ, მაგრამ დღეს თქვენ სხვა საქართველოში ცხოვრობთ და როგორ კეთდება პოლიტიკა, ამას უკვე განვსაზღვრავთ ჩვენ – ახალი საქართველოს მოქალაქეები.
და ჩვენ არ დავიხევთ უკან,
ჩვენ უკეთესი ქვეყანა გვინდა
და გვექნება!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბაია პატარაია.

კომენტარები