ბაიდენის ადმინისტრაციამ საბჭოთა სტილში თეთრ სახლში პრესის ცენზურა შემოიღო

თეთრ სახლში აკრედიტებული ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ წინასწარ უმოწმებენ კითხვების ჩამონათვალს, რომელიც ბრიფინგის დროს უნდა დასვან.

The daily beast-ის ინფორმაციით, მათ წინასწარ სთხოვენ წარმოადგინონ კითხვები, რომელიც თეთრ სახლში ბრიფინგის დროს უნდა დასვან.

საქმესთან კავშირში მყოფი სამი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ახალი პრეზიდენტის პრესასთან ურთიერთობის სამსახური წინასწარ უმოწმებს რეპორტიორებს იმ კითხვებს, რომლების დასმასაც ისინი ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფსაკისთვის აპირებენ.

ამ მოთხოვნამ თეთრ სახლში აკრედიტებულ ჟურნალისტებში შეშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთმა რეპორტიორმა ეს პრობლემა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის არაფორმალურ ზუმ-შეხვედრაზე წამოჭრა.

„მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფაქტია ტრადიციული ბრიფინგების დაბრუნება, პრესას ნამდვილად არ შეუძლია შეასრულოს თავისი სამუშაო ბრიფინგის ოთახში, თუ თეთრი სახლი აარჩევს მათთვის სასურველ კითხვებს. ეს საერთოდ არ არის თავისუფალი პრესა“, – განაცხადა თეთრი სახლის ერთ-ერთმა კორესპონდენტმა.

წყარო: https://www.thedailybeast.com/white-house-reporters-say-biden-team-asked-them-for-questions-in-advance?fbclid=IwAR0zTDL4K4RlKT5hI0PICzI_v4CNq-O7Uey1uIr8gqEE3vgbdN8bwXBZbqc

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები