ბაიდენის და პუტინის შეხვედრა ტრადიციული პრესკონფერენციის გარეშე ჩაივლის

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარი თქვა 16 ივნისს ჟენევაში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციის გამართვაზე.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს ”ეს არ არის შეჯიბრი იმის დასადგენად, თუ ვინ შეძლებს პრესკონფერენციაზე საუკეთესო განცხადების გაკეთებას, ერთმანეთის შესარცხვენად. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა განვმარტოთ, რა მომავალი აქვს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დიდ ბრიტანეთში G7- ის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს 13 – ივნისს შესთავაზა შეხვედრა ურთიერთობების განსახილველად თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრის დროს. რუსული მხარე ამაზე დათანხმდა. შედეგად, შეხვედრის ადგილი ჟენევა აირჩიეს სამიტი დაგეგმილია 16 ივნისს.

ჯო ბაიდენის შეთავაზებამდე ამერიკამ რუსეთთან მიმართებაში არა ერთ საკითხზე წავიდა დათმობებზე.
მაგალითად როგორიც არის “ჩრდილოეთი ნაკადი 2″_ს პროექტი, შტატებმა მოუხსნა ყველა სანქცია რუსულ კომპანიებს..

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები