ბაიდენის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

 

ამერიკელთა ნახევარზე მეტი უარყოფითად აფასებს ჯო ბაიდენის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ქმედებებს, ნათქვამია Washington Post-ისა და ტელეარხ ABC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვაში.

ბაიდენის მუშაობით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 53%. ეს არის ახალი ანტირეკორდი მის მიმართ ნდობის რეიტინგში მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი გახდა. მას მხარს უჭერს გამოკითხულთა 41%, იტყობინება Washington Post ვებგვერდი.

ბაიდენის ეკონომიკურ პოლიტიკას დადებითად აფასებს ამერიკელების 39%, უარყოფითად კი 55%. ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლას ეფექტურად მიიჩნევს გამოკითხულთა 47%, 49% კი უარყოფითად აფასებს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები