ბაიდენი ავღანეთზე ხუმრობს

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მორიგი უხერხულობის წინაშე აღმოჩნდა – ის ცდილობდა ავღანეთთან დაკავშირებით ეხუმრა, თუმცა მოხუცმა პრეზიდენტმა არაფერი იცოდა იმის შესახებ რომ მიკროფონი ჩართული იყო.

საბედნიეროდ თეთრი სახლის თანამშრომლებმა მოახერხეს მიკროფონის გამორთვა იმ მომენტში, როდესაც ბაიდენი ხუმრობდა.

კიბერუსაფრთხოების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა განაგრძეს ბაიდენისთვის კითხვების დასმა. NBC– ის კორესპონდენტმა პიტერ ალექსანდერმა ჰკითხა სახელმწიფოს მეთაურს: „თუკი ამერიკელები საევაკუაციო ვადის გასვლის შემდეგ კვლავ აღმოჩნდებიან ავღანეთში, რას გააკეთებს ?

კითხვის მოსმენისას, მოხუცმა პრეზიდენტმა გაიცინა, ცოტა ხანს დაფიქრდა და პასუხით მიუბრუნდა ჟურნალისტს: “შენ იქნები პირველი ადამიანი, ვისაც დავურეკავ”.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა კარგად იციან რომ ბაიდენს არა ადეკვატური პასუხების გაცემა ახასიათებს და წინასწარ იჭერენ თადარიგს მიკროფონის გასათიშად.

“მძინარე ჯოს” დამცინავმა ტონმა და საკითხისადმი არასერიოზულმა მიდგომამ დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია.
დღეს ამერიკელებს და მითუმეტეს მათგან მიტოვებულ ავღანელ ხალხს, რომლებიც თვითმფრინავის ბორბლებს ეჭიდებიან ქვეყნიდან გასაქცევად და გაქცევის დროს იღუპებიან ნამდვილად არ უდგათ სახუმაროდ საქმე.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები