“ბაიდენი უნდა წავიდეს!” – ამერიკაში “მძინარე ჯოს” რეიტინგი 50%_ზე დაბლა დაეცა

 

ავღანეთში სამარცხვინო მარცხის და ქაბულის აეროპორტში განვითარებული მოვლენების შემდეგ ბაიდენის რეიტინგი ვარდნას განიცდის.

ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო ძალების გამოყვანა ბაიდენმა შემდეგ განცხადებით ახსნა რომ თითქოს ტერორიზმი დამარცხებულია და იქ ამერიკულ ჯარებს აღარაფერი ესაქმება.

ვაშინგტონის მიერ “თალიბანი” ტერორისტულ ორგანიზაციად იყო
გამოცხადებული, რომელმაც ქაბულის დაკავების შემდეგ ავღანეთის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი
მოიპოვა.

20 წლიან ომში ამერიკამ 2 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.
დაიხოცა ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო მოსამსახურე.

თალიბანმა ხელში ჩაიგდო 28 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო ტექნიკა, არსებობს ვარაუდი რომ ამერიკული სამხედრო ტექნიკის ნაწილი რუსების და ჩინელების ხელშიც შეიძლება აღმოჩნდეს, სახელმწიფოები რომლებიც მოიაზრება ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგედ პოლიტიკურ რუკაზე.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები