ბაიდენმა დონალდ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე წვდომა მიიღო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე წვდომა  პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკვე აქვს. ამის შესახებ გაზეთი  Politico წერს.

გასაიდუმლოებულია ათობით ასეთი საუბრის შინაარსი. მისი გაცნობის შემთხვევაში, გაირკვევა,  აძლევდა თუ არა ტრამპი ოუტინს რამე სახის საიდუმლო ინფორმაციას,ა დებდა თუ არა რამე შეთანხმებას, რასაც ახალი ადმინისტრაციის ჩიხში შეყვანა შეუძლია.

-„მათ ამისთვის სპეციალური დაშვება არ სჭირდებათ.  ბაიდენის ხელშია ყველა მასალა“, – წერს გაზეთი ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილ ჩინოვნიკზე დაყრდნობით.

ტრამპის ყოფილი მრჩევლები გაზეთთან ინტერვიუში აცხადებენ, -ის პრეზიდენტ პუტინთან იშვიათად ამბობდა ისეთ რამეს, რასაც საჯაროდ არ იტყოდა.

გამოცემის თანახმად, ტრამპი უცხოელ ლიდერებთან პირადი საუბრის დეტალებს ფარულად ინახავდა, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, – ინფორმაციას არ გაეჟონა.

კომენტარები