ბაკურიანში სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებულები გამოავლინეს
ბაკურიანში, დიდველის ფერდობზე, სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპი ჩატარდა. ქალებს შორის ჩემპიონი ფენი სმიტი გახდა. კაცებს შორის – ფლორიან ვილმსმენი.
ხვალ, ისტორიაში პირველად სკი კროსის შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრი გაიმართება.
შეჯიბრისთვის, გაიმართა ტრასები, აშენდა სამი ახალი საბაგირო და დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა.
ბაკურიანი სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს.