ბაკურციხეში ვენახებში ხანძარი გაჩნდა

გურჯაანის  სოფელ ბაკურციხეში ვენახებში გუშინ საღამოს  ხანძარი გაჩნდა. ხანძარი  ლიკვიდირებულია.
ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე გავრცელდა, შედეგად დაიწვა ხმელი ბალახი და ვაზი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო ჩართული.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

 

კომენტარები