ბანკი ბავშვებისთვის განკუთვნილ 200 ლარს არავის ჩამოაჭრის – ვისაც საბანკო სესხი აქვს

მთავრობის სხდომა ჩატარდა.

-„ვისაც საბანკო სესხი აქვს, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყენებული სესხის დასაფარად. ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის. კანონმდებლობის შესაბამისად, არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიება ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან მოგეხსენებათ, 15 სექტემბერია სასწავლო პროცესის განახლების დღე.

18 წლამდე ბავშვების დახმარების სოციალური პაკეტში იყო გარკვეული შესაძლო ტექნიკური პრობლემები, ეს უკვე მოგვარდა. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან. მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება,  ეს სოციალური დანარიცხი არცერთ შემთხვევაში იქნება საბანკო ვალდებულებების აღსასღსრულებლად მიმართული

სახელმწიფო ატარებს თანმიმდევრულ და ქმედით ღონისძიებებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით.

მოგეხსენებათ, კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით სახელმწიფო ატარებს როგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედით ღონისძიებებსა და ნაბიჯებს, ეს  პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელების რისკების მართვით. გარდა ამისა, სოციალური დახმარების იმ პაკეტით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში და საერთოდ საუკეთესო პრაქტიკაა.

მოგეხსენებათ, რომ 15 სექტემბერიდან ჩვენ, ერთობლივი გადაწყვეტილებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესაძლებლობა გვაქვს, ეს მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ისე ჩვენი ოჯახებისთვის. ამასთან ერთად, ეს პროგრამა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა ბავშვებისთვის დაიწყება 1-ლი სექტემბრიდან და შესაბამისად გაგრძელდება წლის ბოლომდე. ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში, უკვე პირველ დეკემბრამდე. მნიშვნელოვანია, დღეის მონაცემებით შემოსულია უკვე 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რაც დასტურდება უამრავი სხვადასხვა სოციალური კვლევით და რაც პირველ რიგში მიმართულია კრიზისის პირობებში მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდასაჭერად,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები