ბარათაშვილის ქუჩისა და ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იწყება

ბარათაშვილის ქუჩისა და ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია იწყება.

პირველ ეტაპზე, რეაბილიტაცია ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე მონაკვეთზე განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვლება ასფალტის საფარი, მოწესრიგდება ტროტუარები, ელექტროგადამცემი ხაზები ჩავა მიწის ქვეშ, დაიდგმება განათების ახალი ბოძები LED-სანათებით.

რაც შეეხება ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციას, გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია ტენდერის გზით და მასთან უახლოეს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოები დაიწყება. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება, რაც, დაახლოებით, ორ კილომეტრს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ასევე, მოეწყობა ახალი ბორდიური და ტროტუარები. მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი LED-განათების სისტემა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლები (ე.წ. ბასლეინები) და ველობილიკი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და ექვს თვეში დასრულდება.

კომენტარები