ბარაქის ხე

ბარაქის ხეს, ძალიან უყვარს ახალმოსახლეობა. უნდა გადანერგოთ ხე მხოლოდ გარკვეულ დროს. ეს სჯობს ადრე გაზაფხულზე – ბარაქის ხის აქტივობის პერიოდში. ქოთნის ძირში საჭიროა დრენაჟის გაშენება, ხოლო გადანერგვისას, ფესვის ირგვლივ მიწის ფსკერი შეინახეთ ისე, რომ არ დააზიანოთ ფესვები. კარგი იქნება ნიადაგში დაამატოთ ნეშომპალა და ქვიშა. პროცესი მეორდება სამ წელიწადში ერთხელ.

შემოდგომაზე და ზამთარში, მცენარე ისვენებს, ამიტომ უყვარს მშვიდი ატმოსფერო: ტემპერატურა არ უნდა იყოს 15 გრადუსზე მეტი და მორწყვა მხოლოდ საჭიროებისამებრ.

ბარაქის ხეს სჭირდება სამი სავალდებულო დელიკატესი: კალიუმი, ფოსფორი და კალციუმი.პირველ და მეორე კომპონენტების ყიდვა შეიძლება ონლაინ მაღაზიაში და კალციუმის დამზადება შეიძლება კვერცხის ნაჭუჭისგან.

კვირაში ერთხელ უნდა გაწმინდოთ მარლით ხის ყველა ფოთოლი.

თუ გსურთ თქვენს ხეზე დაინახოთ დელიკატური ყვავილები, თქვენ არ უნდა აუწიოთ ხმას მის გვერდით, ჩხუბი და კამათი არ შეიძლება მის გვერდით.

 

ბარაქის ხის გამოყენება

1. ჭრილობები

ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფა ბარაქის ხის რამდენიმე ფოთლისგან. აიღეთ მარლა, გადაკეცეთ რამდენიმე ფენად, მოათავსეთ ზედ მომზადებული მასა და დაიფინეთ პრობლემურ მონაკვეთზე. დაიტოვეთ კომპრესი 4 საათით და შემდეგ გამოიცვალეთ. ასე ჭრილობებისა და წყლულების შეხორცების პროცესს რამდენჯერმე დააჩქარებთ.

2. ჰერპესი

რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით კარგად გამოწურეთ წვენი ბარაქის ხის ფოთლებისგან, ჩაალბეთ მასში ბამბის დისკი და კარგად დაიმუშავეთ კანის ის მონაკვეთი, რომელზეც ჰერპესული გამონაყარი გაქვთ. ბამბა შეგიძლიათ დაიმაგროთ ზემოდან პლასტირის გამოყენებით და დაიტოვოთ ერთი საათით, რათა დააჩქაროთ მკურნალობის პროცესი.

3. ანგინა

გამოწურეთ წვენი ბარაქის ხის დაახლოებით 10 ფოთლისგან და დაუმატეთ ის ნახევარ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალს. გამოივლეთ ასეთი ხსნარი დღეში საშუალოდ 5-ჯერ, რათა ანგინას მალევე გაუმკლავდეთ. შეეცადეთ, არ გადაყლაპოთ სითხე.

4. ართრიტი

ართრიტის დროს ბარაქის ხის ფოთლების წვენი მდგომარეობას საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ! უბრალოდ კარგად დაიმუშავეთ პრობლემური სახსრები ამ წვენის გამოყენებით, რათა ტკივილის უსიამოვნო შეგრძნება და შეშუპება სწრაფადვე დაამარცხოთ.

5. მწერებსი ნაკბენი

თუ ქავილის აუტანელი შეგრძნებისა და შეშუპების მყისიერად დამარცხება გსურთ, დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი ბარაქის ხის ფოთლების წვენით.

6. კუჭის წყლულები

კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებების დროს რეკომენდებულია ჭამამდე ერთი საათით ადრე მცენარის 2 ფოთლის ჩაღეჭვა. როგორც უკვე გითხარით, თუ ბარაქის ხის ფოთლების შინაგანად მიღებას გადაწყვეტთ, ჯერ აუცილებლად აიღეთ  ნებართვა ოჯახის ექიმისგან.

7. თირმელების დაავადებები

დააქუცმაცეთ დაახლოებით 5 ფოთოლი, დააასხით ნახევარი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დააყოვნეთ 1 საათით. მიირთვით ყოველ ჭამამდე 15 წუთით ადრე 1 სუფრის კოვზის ოდენობით.

8. კოჟრები

თუ კანი გაგირქოვანდათ, დაგებზარათ ან გაგიჩნდათ კოჟრები,  ბარაქის ხე აუცილებლად დაგეხმარებათ! მოაწყვიტეთ ფოთლები თქვენს მცენარეს, მოაცალეთ მას ზედა აპკისებრი გარსი, დაიფინეთ კოჟრებზე და დაიფიქსირეთ დოლბანდით ან პლასტირით. დაიტოვეთ სახვევი მთელი ღამით. ხანმოკლე დროში კოჟრებისგან და გარქოვანებული კანისგან კვალიც არ დარჩება!

9. ჩაზრდილი ფრჩილი

გაჭერით ფოთოლი შუაზე, დაიფინეთ პრობლემურ ფრჩხილზე და ზემოდან მჭიდროდ გადაიხვიეთ პარკი. როდესაც ის შეგაშრებათ, შეცვალეთ ახალი ფოთლით. ეს წვენი არბილებს ჩვენს ფრჩხილს, რის ხარჯზეც ჩაზრდილი მონაკვეთის მოჭრა გაცილებით იოლი და უმკტივნეულო ხდება.

10. ვენების ვარიკოზი

ნახევარ ლიტრიანი ქილის 2/3 შეავსეთ ბარაქის ხის ფოთლებით და დაასიხთ იმ რაოდენობით ოჯახის არაყი, რომ ჭურჭელი ბოლომდე გაივსოს. დააყოვნეთ ნაყენი ბნელ და გრილ ადგილას დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. ვენების ვარიკოზული გაგანიერების წინააღმდეგ საბრძოლველად, რეგულარულად დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთები მომზადებული საშუალებით.

11. ჰემორეა

მცენარის ფოთლების წვენი უნდა შეურიოთ დაახლოებით ანალოგიური რაოდენობით ვაზელინში და მიღებული მასა, ბამბის დისკის გამოყენებით, კარგად წაისვათ ანუსზე. დღის განმავლობაში ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ 2-ჯერ ან 3-ჯერ.

კომენტარები