ბარბარე კახიძე: სანამ საქართველოში რუსეთის ყველა დასაყრდენი არ მოისპობა, ყოველთვის ოკუპირებული ვიქნებით
საქართველოში განვითარებულმა 20 ივნისის მოვლენებმა, კერძოდ კი, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილზე გამოჩენამ მთელი საქართველო სამართლიანად შეძრა. შეძრა იმიტომ, რომ ეს ის სავარძელია საიდანაც საქართველოს სახელმწიფოებრიობამ ათვლა დაიწყო, სადაც წყდებოდა და საქართველოსთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ესინჯებოდა პულსი.
აქ იჯდა პირველი პრეზიდენტიც,ზვიად გამსახურდიაც. სწორედ ამიტომ ეს ადგილი “უბრალო” ადგილი საქართველოსთვის ვერასროდ იქნება. ეს სავარძელი “ნაციონალური სიმბოლოა.
რუსთაველი და პარლამენტი კი ის ადგილი, სადაც ისტორია იწერებოდა.
შემდეგ დაიწყო აქციები, წამი გააჩერა და კვლავ დაგვაფიქრა ჩვენს წარსულზე მომავალზე და იმ მოცემულობაზე, რა მოცემულობაშიც ვცხოვრობთ.
აქციაზე 20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. დაშავდა ორი ახალგაზრდაც, მათ თვალი დაკარგეს.
საბოლოოდ სახლახო პროტესტმა ყველა ერთმუშტად გააერთიანა, მოიცვა მთელი სამყარო. უამრავი ქვეყანამ თანადგომა აღვიდგა.
განსაკუთრებით მომხდარმა პროტესტი ახალგაზრდებში გამოიწვია. სწორედ ახალგაზრდების თვალის დაკარგვა გახდა სიმბოლო საქართველოს თავისუფალი არჩევანის.
მომხდარმა პროტესტი გამოიწვია თურქეთში მცხოვრებ ქართველ, ბარბარე კახიძეშიც, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე თავის აზრს გვიზიარებს:
როგორ ფიქრობთ რამდენად სამართლიანი იყო პროტესტი და მსგავსი მასშტაბური აქციების მოწყობის აუცილებლობა რატომ დადგა?
ქართულ სახელმწიფოებრიობას, სამიციქულო ეკლესიას ისეთი დაუძინებელი მოწინააღმდეგე არ ყოლია, როგორც რუსეთი. რუსეთზე მეტი მტერი კი ის ქართველია, ვისაც რუსეთი მეგობარი ჰგონია. ის ყოველთვის საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს.
ერი ასე რატომ დაბრმავდა, რატომ ჩამობნელდა.
,,ერთმორწმუნე” რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო, ის ეპოტინება დავით გარეჯის ლავრას… რუსეთი ქართველობის გენეტიკური მტერია! რუსეთზე უფრო დიდი მტერი ის ქართველია, ვინც ამას ვერ იაზრებს და მაინც ერთმორწმუნე რუსეთისკენ იხრება…აი ეს არის სიბნელე!
ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ქართველების დაპირისპირება და სამოქალაქო ომი უნდა.
სწორედ ამიტომ შეუძლებელი მასთან რაიმე თანამშრომლობაზე ფიქრი. პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია. მე მახსენდება ილია ჭავჭავაძის სიტყვები, რომელსაც წინასწარმეტყველებაც შესაძლოა ვუწოდოთ: