ბარსელონაში მათემატიკის XI საერთაშორისო ტურნირში გიმნაზია „აია-ჯესს“-ის და კომაროვის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

ბარსელონაში მათემატიკის XI საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირში საქართველოს სახელით გიმნაზია „აია-ჯესს“-ის და კომაროვის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
საქართველოში ტურნირის ოფიციალური წარმომადგენელი სწორედ გიმნაზია „აია-ჯესს“-ია. გიმნაზია უკვე ოთხი წელია აღნიშნულ ტურნირში წარმატებით მონაწილეობს.
„ტურნირი 2020 წელს საქართველოში გაიმართება, რაც ქვეყნის, როგორც განათლების სექტორისთვის, ისე ეკონომიკისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.
მათემატიკის საერთაშორისო ტურნირი უმაღლეს მათემატიკაში კონკურსის გარდა, მონაწილეთათვის პრეზენტაციის, დებატებისა და რეცენზიების მომზადების უნარების განვითარებას მოისაზრებს. წელს გიმნაზია „აია-ჯესს“-ის ორგანიზებით, ბარსელონაში უმაღლესი მათემატიკის კონკურსზე, 7 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი წარსდგა“, – აცხადებენ გიმნაზიაში.

კომენტარები