„ბარსელონა“ – ვინ არის კორონავირუსით დაინფიცირებული ფეხბურთელი?

„ბარსელონას”  ფეხბურთელი, მცველი ჟან-კლერ ტოდიბო კორონავირუსით დაინფიცირდა.

-„ვიმედოვნებთ, ჟან-კლერი მალე ჩადგება მწყობრში და ჩვენ მას მინდორზე ვიხილავთ”, – აღნიშნულია „ბარსელონას” განცხადებაში.

 ფეხბურთელი თვითიზოლაციაში გადავიდა. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მასთან კონტაქტის მქონე ადამიანები სამედიცინო დათვალიერებას გაივლიან.
 14 აგვისტოს “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდება.

.

კომენტარები