ბატონო თენგიზ! მთელი საქართველო ამაყობს თქვენი აღზრდილი მოჭადრაკეებით! – იზო დაშნიანი:

ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, იზო დაშნიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
 – ზოგჯერ ჩვენს გვერდით ლეგენდები ცხოვრობენ, მაგრამ მათ ჩვეულებრივი ადამიანების სახელებს ვეძახით.ვგრძნობთ, რომ განსხვავებული ცხოვრებით, ღვაწლით,სხვათა წარმოჩენის უნარით და ნიჭით,ხალისით,იუმორით განსხვავდებიან ყველასაგან…
გვიხარია მათთან კომუნიკაცია,გვეიმედებიან,რადგან ბევრჯერ გამოგვიცდია ლხინსა თუ სევდიანობის დროს მათი თანდგომა…
ცხოვრობენ ჩვენს გვერდით ლეგენდები და ვგრძნობთ,როგორი აღმატებული სიყვარულით და პატივისცემით არიან აღვსილნი გარშემომყოფთაგან,თანაც ისეთი დიდი გული აქვთ,ორი ქვეყნის,ორი სამშობლოს სიყვარულს დაატარებენ! ორივე ქვეყნისთვის იღწვიან,ორივე ქვეყნის ისტორიაში ტოვებენ კვალს!

ქუთაისელ, ნამდვილ კარგ კაცზე,

ბატონ თენგიზ ხარლამიდზე მინდა გიამბოთ.

თუმცა, მას ყველა იცნობს ათენშიც და ქუთაისშიც,სადაც დაიბადა, ახალგაზრდობა გაატარა,თითქმის ნახევარი საუკუნე იცხოვრა და შემდეგ ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდა ოჯახთან ერთად.
ჭადრაკის საერთაშორისო დღე მინდა მივულოცო, რომელმაც მრავალი სახელოვანი მოჭადრაკე აზიარა ამ არაჩვეულებრივ სპორტს,აზიღა და მწვერვალზეც აიყვანა! მის სასახელოდ მარტო მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ქ.მაია ჩიბურდანიძის სახელიც იკმარებდა,თუმცა…არიან წარმატებული მოჭადრაკეები: თამილა მესხი,გენრიეტა ლაგვილავა, ნათია აფხაიძე ,თეა ლამჩავა,ბესიკ ხეცურიანი, ინგა ხურცილავა და მრავალი სხვები,რომელთა პირველი მწრთვნელი გახლდათ ბატ.თენგიზი.
16 წლიდან დაიწყო ქუთაისში, ჭადრაკში მწვრთნელობა.32 წლისამ (ყველაზე ახალგაზრდას) მიენიჭა საქართველოს დამსხურებული მწვრთნელის წოდება.ქუთაისში გახსნა პირველი პირველი საჭადრაკო კლუბი,რომელიც დღეს ქ.მაია ჩიბურდანიძის სახელს ატარებს!
თენგიზ ხარლამიდმა ათენშიც გააგრძელა თავისი საყვარელი საქმე.შემოიკრიბა ჭადრაკის მოყვარული მოსწავლე -ახალგაზედობა,და არაერთი აზიარა გამარჯვების სიხარულს!თავად ტკივილიანს,(23 წლის ქალიშვილი ტრაგიკულად დაეღუპა) ,თავისი ,,გაწვრთვნილი,,ახალგაზრდების წარმატებით გამოწვეული სიხარული დაუპირისპირა!ადამიანებზე ზრუნვით და მათთვის სიხარულის მინიჭებით გააგრძელა ცხოვრება! სამი შვილი,სამი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ულამაზებს ყოველდღიურობას თავის მშვენიერ მეუღლესთან ერთად!
უკვე 74 წელს მიტანებულ ბატ.თენგიზს ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს მის ოჯახთან ერთად.
,, გრძელი სიტყვა ვერვთქვი მოკლედ…”
ვულოცავ ბ.თენგიზს ჭადრაკის საერთაშორისო დღეს! თქვენ კიარა,ბ.თენგიზ მთელი საქართველო ამაყობს თქვენი აღზრდილი მოჭადრაკეებით!
მინდა მადლობა გითხრათ თანადგომისთვის.შარშან ,,თბილისქალაქობა,,ვიზეიმეთ ათენში, ბერძნულ-ქართული ასოციაცია,ხელმძ.ხატია ქარსაულიძის ინიციატივით. დახმარება გთხოვეთ მოკრძალებით,არც დაფიქრებულხართ,ისე დადექით ჩვენს გვერდით!
წელსაც გელოდებით!
იქ, სადაც ლაპარაკია ჭადრაკზე,აუცილებლად საუბრობენ ბ.თენგიზზე,მის ნიჭზე,პროფესიონალ მწვრთნელზე,მის დაუოკებელ სურვილზე,რაც მთელი ცხოვრება გასდევს ,როგორც მწვრთნელს და მოჭადრაკეს!
სადაც ბ.თენგიზია, ქ ქუთაისური იუმორია, ხალასი და გულწრფელი დამოკიდებულებაა!

მიმაჩნია ,რომ ის ნამდვილად იმსახურებს იყოს მშობლიური ქუთაისის საპატიო მოქალაქე! ვაჩუქოთ დამსახურებული სიხარული ადამიანებს, ამ ტიტულს ნამდვილად იმსახურებს ბატონი

თენგიზ ხარლამიდი!

P.S.
კიდევ ბევრია სათქმელი და მნიშვნელოვანი,მაგრამ ჩემი არაჟურნალისტური ენით მხოლოდ ეს შევძელი !
მოკრძალებული პატივისცემით,

იზო დაშნიანი

2023.14.07.ათენი
კომენტარები