ბატონო ირაკლი აღადგინეთ სამართლიანობა და დასაჯეთ დამნაშავეები

ბატონო ირაკლი იმედი მაქვს უკან არ დაიხევთ და რეჟიმის იდეოლოგებს საბოლოოდ გამოუტანთ განაჩენს.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ირმა ინაშვილის ინიციატივით დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, “სააკაშვილ – ბოკერიას მმართველობას მიეცეს სამართლებრივი შესაფასება და დაისაჯოს დამნაშავეები”
რეზოლუციას საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე აწერდა ხელს, თუმცა კობახიძის პარლამენტმა კანონპროექტი ჩააგდო და ამით კიდევერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს დამნაშავეების დასჯას!

Irakli Garibashvili – ბატონო ირაკლი თქვენი პრემიერ მინისტრობის პერიოდი ხასიათდება სამართლიანობის აღდგენის მცდელობებით, ვიმედოვნებ, რომ ისევ 2012 – წლის იდეალებით ხართ შემოსილი და ისევ ისე გსურთ დასაჯოთ რეჟიმის იდეოლოგები და აღადგინოთ სამართლიანობა!
ამის ყველა პირობა და საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერაც გაქვთ!

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები