ბატონო პრემიერო! ნუ აღმართავთ ბათუმში კოსოვოს დროშას, რომლის დამოუკიდებლობას საქართველო არ ცნობს! – ზვიად ტომარაძე:

საქართველოს პრემიერ–მინისტრს ბ–ნ ირაკლი ღარიბაშვილს!
ბ–ნო ირაკლი,
2 სექტემბერს ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კოსოვოს ნაკრებს მასპინძლობს!
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. შესაბამისად, აღნიშნული ქვეყნის ნაკრების მასპინძლობა, მათი დროშის აღმართვა და ჰიმნის შესრულება ფაქტობრივად აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯებია. ამ ყოველივემ კი შესაძლოა სეპარატისტული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გარკვეული გართულებები გამოწვიოს და მსგავსი პროცესების გააქტიურებას შეუწყოს ხელი. შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა, რომელსაც ასევე კატალონიის სახით გააჩნია სეპარატისტული პრობლემები, მიმდინარე წლის 31 მარტს უმასპინძლა კოსოვოს, თუმცა კომენტატორების ჩათვლით კოსოვო წარმოაჩინეს და მოხსენიებდნენ როგორც კოსოვოს ტერიტორიად და არა სახელმწიფოდ, რასაც კოსოვოს მხრიდან პროტესტი მოჰყვა. დიდი ალბათობით კოსოვოს მასპინძლობაზე უარის თქმა, თუნდაც არაღიარების მომიზეზებით ფიფასგან 0:3 ტექნიკურ წაგებად დაგვიჯდება, თუმცა სახელმწიფოს ინტერესები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ერთი კონკრეტული მატჩი. შესაძლოა ერთგვარი გამოსავალი აღნიშნული მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარებაც იყოს.
პატივისცემით,
საზოგადოებრივი ორგანიზაცია: “ერი და სახელმწიფოს” სახელით:
ზვიად ტომარაძე
ირაკლი აბაშიძე
ბექა დუმბაძე
კობა კუპრაშვილი
ნიკოლოზ ხომასურიძე
ზაურ ნაჭყებია
ზვიად გოგიაშვილი
გელა ბექაური
რამაზ ბექაური
კომენტარები