„ბატონ ივერის და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი. ქართველები ხშირად ვიჭრებით“- ბუბა კიკაბიძე

ტელეკომპანია „მთავარის“ პირდაპირ ეთერში, ბუბა კიკაბიძემ ივერი მელაშვილს მიმართა, მომხდარი ამბების გამო ბოდიში მოუხადა:

-„ბატონ ივერის და ნატალია ილიჩოვას ბოდიშს ვუხდი იმისთვის რაც მოხდა, იმიტომ, რომ მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ.ა როცა რაღაც ცუდი ხდება, ჩვენ სულ ყველა ვართ დამნაშავე ამაში.

მე ჩემი რეზიუმე გავაკეთე, რატომ გააკეთეს ეს ოპერაცია. ღმერთმა კარგად ამყოფოს ორივეს ოჯახი და ბოდიში მინდა მოვუხადო იმისათვის, რომ ქართველები ხშირად ვიჭრებით ხოლმე რაღაცეებში“.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისულფნდნენ. 

კომენტარები