ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტი გაგრძელდება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტი გაგრძელდება. ამ ინფორმაციას „Sputnik-აზერბაიჯანი” ავრცელებს.
„ეს თურქეთის აზერბაიჯანთან სატრანსპორტო კავშირების გაფართოებაზე მეტყველებს. პროექტებს, რომლებსაც თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად ანხორციელებს, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ბოლო დროს თურქეთის თანამშრომლობა აზერბაიჯანთან უფრო ინტენსიური გახდა”, – განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მეჰმეთ ჯაჰით თურჰანმა.

ბაქო–თბილისი–ყარსის დერეფანი აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო.

კომენტარები