ბაჩალიაშვილის ოჯახმა მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართა – „შუა ასფალტზე დავწვები, სანამ კომპიუტერს არ დამიბრუნებენ“

-„ესე სრულიად მოულოდნელად, შუა პანდემიის დროს, მოახლოებული ახალი წლის პერიოდში, უცებ გადაწყვიტეს,  დაეხურათ საქმე. მაგის გასაპროტესტებლად მოვედი პირველ რიგში, მეორე რიგში იმისთვის, რომ მოვითხოვე ჩემი შვილის კომპიუტერი. რადიკალური პროტესტი იქნება. შიმშილობა იქნება ეს თუ რა ფორმით, არ ვიცი… დავწვები შუა ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ იმ კომპიუტერს. თუ ბანალური თვითმკვლელობაა, დამიბრუნონ კომპიუტერი,“ – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართა. ისინი  საქმის დახურვას აპროტესტებენ. გარდაცვლილის პირადი კომპიუტერის მათთვის გადაცემას მოითხოვენ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია უნდა იყოს, ხოლო მის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება

კომენტარები