ბაჩალიაშვილის საქმე – ,,ასეთი რამ არ მითქვამს – ,,დიდ შარში იყო”- პოლიციელის კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროში  იმ სამართალდამცველის გამოკითხვა დასრულდა, რომელიც, თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, მას ეუბნებოდა, მისი შვილი შარში იყო.

როგორც ლადო ბაჭულაშვილმა განაცხადა, მას საერთოდ არ ჰქონია გარდაცვლილის ტექნიკასთან შეხება და არ უთქვამს მამისთვის, რომ 23 წლის გოგო ,,დიდ შარში იყო”.

მან ასევე განმარტა, რომ ხშირად ურეკავდა ოჯახს და ჰქონდა მათთან კონტაქტი, რათა მეტი ინფორმაცია მიეღო ბაჩილაშვილის შესახებ 

-„მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამ, კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და პირდაპირ წაიღო ექსპერტიზაზე, მე საერთოდ კომპიუტერთან შეხება არ მქონია. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შევხვდი პირადად, სატელეფონო კავშირი მქონდა ოჯახთან, იმიტომ, რომ დაწვრილებით კანონკრეტებინებდი რა ეცვა, სად წავიდა, სად შეილძება წასულიყო, ეს იყო ჩემი მხრიდან გამოკითხვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთი რამ ჩემგან არ თქმულა, არც აქციის მაგვარი, –  არც შარში ხარ, როგორ ვეტყოდი? მე კომპიუტერთან საერთოდ შეხება არ მქონდა. აქციის დღეს საერთოდ არ მქონია მაგ კაცთან შეხება. შეიძლება, სატელეფონო იყო დილას”,- განაცხადა გამომძიებელმა, ლადო ბაჭულაშვილმა.

გარდაცვლილი, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის მამასთან ერთად, გეგმავს, დაადგინოს იმ პოლიციელის ვინაობა, რომელმაც გარდაცვლილის მამას უთხრა, თითქოს, „მისი შვილი შარში იყო გახვეული”.

-„არის გარკვეულ ვერსიებზე საუბარი, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. თვითმკვლელობამდე მიყვანის გარდა, არის კიდევ სხვა თემა.უახლოეს დღეებში, მამა,  ჩემთან ერთად შეხვდება გამომძიებელს, დეტალურად, უკვე შემდეგ დავადგენთ, ვინ იყო ეს პიროვნება, თუ პიროვნებები, პოლიციელი იყო თუ არ იყო, აუცილებლად პასუხისგებაში მიეცემა, მუქარის და შანტაჟის გამო.
პირობას ვიძლევი,  ამ საქმეში არავინ და ვერავინ დაუსჯელი არ იქნება,”- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი უფლებადამცველი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება,. დასკვნა ერთ  კვირაში გახდება ცნობილი.  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით უნდა დადგინეს, მოხვდა თუ არა ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება.

 ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. 

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დაიკარგა.

 სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა.

კომენტარები