ბაჩალიაშვილის საქმე – „თამამად შემიძლია გითხრათ, არანაირი დრონებით ძებნა არ მიმდინარეობდა” – თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიცია გამოიძიებს. საქმეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია იძიებდა.

ამ ფაქტს ოჯახის წევრები დადებითად აფასებენ:

-„ეს იყო ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ოჯახს ჰქონდა, თუმცა, გამოძიებასთან ჯერ კიდევ არსებობს კითხვები. ეს კითხვები მაშინ დაისმება,  როდესაც ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს მამუკა ჭელიძეს შევხვდებით.

რადგან მოთხოვნა იყო ასეთი, ნდობის ხარისხზე მაინც ვერ მოგახსენებთ ამ ეტაპზე,  ეს ნამდვილად ერთ-ერთი მისასალმებელი და წინ გადადგმული ნაბიჯია. 18 ივლის გაუჩინარდა თამარი, 19 ივლისს უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ძებნა. თამამად შემიძლია გითხრათ, არანაირი დრონებით ძებნა არ მიმდინარეობდა. სწორედ აი ეგ ძირითადი კითხვა გვაქვს გამოძიებასთან, რატომ დაიწყეს გვიან?

მესმის,  24 საათი უნდა გავიდეს, მაგრამ 24 საათი უკვე გადიოდა 18 საათიდან, დრონი მაშინვე დააფიქსირებდა იქ, სადაც მანქანა აღმოჩნდა. მაინტერესებს, თამარი რატომ აღმოჩნდა უკანა სავარძელზე? თავისი ნებით იყო გადასული თუ არა? ამას ყველაფერს, რა თქმა უნდა, ფეხსაცმლის ნაკვალევიც უნდა დაერთოს, მართლა იქიდან გადავიდა თუ არა? რა დადგა სიკვდილის მიზეზი?” – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა გარდაცვლლი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა, მინისტრის გადაწყვეტილებით, საქმის გამოძიება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისგან, თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი  იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

კომენტარები