(ბაჩალიაშვილის საქმე) მიხეილ რამიშვილი: „დაიდოს სატელიტის ანძებიდან ფოტოები და ორივე ხელს ვწეევ“

პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე აფთიაქში შედის, წამლებს ყიდულობს.

პროკურატურის განცხადებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების რაოდენობა ლეტალობის მინიმუმს ასეულობით აღემატება.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოტაკი მიხეილ რამიშვილი  თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

-„არ გქონიათ შემთხვევა, როდესაც სადმე ვინმესთან შესახვედრად მიდიხარ, ვიღაცამ გთხოვა, მაინც მოდიხარ, იქნებ პროდუქტი ან რაიმე პრეპარატი წამომიღო?! რატომ გამორიცხავთ, ვიღაცამ თხოვა,- წამომიღეო?

ალოგიკურია, როდესაც ადამიანი თვითმკვლელობას გეგმავ და თბილისიდან მოშორებით ისეთ ადგილას მიდიხარ, სადაც ადრე არასდროს ყოფილხარ.

რატომ არ უნდა არსებობდეს ლოგიკა? – ადამიანის მკვლელობას გეგმავ, როდესაც მთელი სისტემა გაქვს ჩართული და ოჯახის ყველა წევრი შესწავლილი გყავს… დავადგინოთ საერთოდ, ვის შეხვდა, ნუთუ ასეთი აბსურდია ეს ცხოვრება, – ამხელა მანძილზე მიდიხარ თავის მოსაკლავად? შედიხარ ჯერ ერთ სოფელში, მერე მეორე სოფელში, ვერ გადიხარ, ვერაფერს  ნახულობ, საერთოდ ვერ იგებ, როგორ აღმოჩნდი. ასეთ აბსურდამდე მივდივართ? აღარ არის ამხელა ქალაქში ადგილი, თავის მოსაკლავად სადღაც რომ მიდიხარ, ცხოვრებაში ნაყოფი რომ არ ხარ?

გამოძიების პროცესში თავიდანვე ყველა ცდილობდა, საქმე თვითმკვლელობისკენ წაეყვანა. დადოს გენერალურმა პროკურატურამ, 18-და 22 ივლისამდე სატელიტი ანძებიდან გადაღებული სურათები, მე ორივე ხელს ვწევ, ვამბობ, –  კი ბატონო, თვითმკვლელობას ჰქონია ადგილი! აღადგინონ ყველა ინტენეტ ჩანაწერი, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ბოლოს დაუკავშირდა“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „ტვ პირველთან“.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და.

22 ივლისს, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირა.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები