(ბაჩალიაშვილის საქმე) მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ფოტომასალა გაყალბებულია?

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველის მიერ გასაჯარებული ფოტომასალა სავარაუდოდ, გაყალბებულია.

ადვოკატი აცხადებდა, ფოტოები 2020 წლის 19 ივლისს სატელიტით იყო გადაღებული, ამ ფოტოებში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობლილი არ ჩანდა.

დარგის სპეციალისტების განცხადებით, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებულ ფოტოებს უხეში ფოტოშოფის კვალი აშკარად ეტყობა.

არსებობს რამდენიმე საიტი, სადაც სატელიტური თანამგზავრით გადაღებული ფოტოების მოძიებაა შესაძლებელი. არც ერთი მსგავსი ვებ გვერდი ყოველდღიურად ფოტოებს კონკრეტული ტერიტორიის შესახებ არ აახლებს, ეს საკმაოდ ძვირი მომსახურებაა, ამისთვის საჭიროა წინასწარი დაკვეთა.

ბაჩალიაშილის ოჯახის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ფოტომასალის შესახებ, არის რამდენიმე ფაქტი, რითიც პროგრამისტები ადასტურებენ, – ეს ფოტო ფეიქია.

იმ ტერიტორიის, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს, ინტერნეტში მხოლოდ ორი ფოტოსურათის მოძიებაა შესაძლებელი. კადრები 2019 წლის ნოემბერითა და 2015 წლის ივნისით თარიღდება. მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ფოტო, 2019 წლის ნოემბერს ატვირთული სურათის იდენტურია. განსხვავება არის რამდენიმე დეტალში, – პროგრამისტების მტკიცებით, უხეში ფოტოშოფით არის მიღებული.

4 სექტემბერს, გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა, – FBI-ს წარმომადგენლისგან მივიღეთ განმარტება, – ფედერალური ბიურო მხოლოდ შტატების ტერიტორიაზე და აშშ-თან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს.

პროკურატურამ გაასაჯაროვა კადრები, – თამარ ბაჩალიაშვილის მიერ სხვადასხვა მედიკამენტის შეძენის ფაქტია ასახული.

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და.

22 ივლისს, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს.

კომენტარები