(ბაჩალიაშვილის საქმე) „მწყემსების ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების მიერ გახმაურებულ თვითმკვლელობის ვერსიას“ – მიხეილ რამიშვილი

-„ჩვენ გამოძიებას და პროკურატურას თავიდანვე ვთხოვდით, სატელიტიდან 18-დან 22 ივლისამდე გადაღებული სურათები დადონ,  შესაბამისი კოორდინატებიც მივაწოდეთ. იყო თუ არა იქ საერთოდ ავტომობილი. მწყემსები ისეთ ჩვენებებს იძლევიან, ლამის ჩერნობილად აქციეს აღნიშნული საძოვარი. თითქოსდა, არასდროს არ ყოფილა იქ ნახირი.  12, 13, 14 აგვისტოს ვიდეოკადრები მაქვს გადაღებული, როგორ გადაადგილდებიან. როგორც ჩანს, პოლიციელები არ იყვნენ იმ დღეს მორიგეობაზე.

საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, მწყემსების ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების მიერ გახმაურებულ თვითმკვლელობის ვერსიას.  მივეხმარები გამოძიებას, ბევრ ჩვენებას, რაც საქმეშია,  გავასაჯაროებ, როგორც თვითონ ასაჯაროებენ. ეს ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას. ეს არის მწყემსების ჩვენებები.

პროკურატურის განცხადებაზე, – ბაჩალიაშვილის ავტომობილში არსებულ ნივთებზე მხოლოდ გარდაცვლილის დნმ-ია აღმოჩენილი, „როდესაც ორგანიზებულია მკვლელობა, იქ ყველაფერი ხელთათმანებით ძალიან კარგად იგეგმება, არავისი კვალი რომ არ აღმოჩნდეს.

ამასთანავე,თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას ვიდეომტკიცებულებები დაემატა. პროკურორი ადასტურებს, როგორც გარდაცვლილის პირადი მობილური ტელეფონიდან, ისე მისი იუთუბის გვერდიდან ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვანია.

პროკურატურაში ვიდეომტკიცებულების შინაარსი არ დააზუსტეს. ვიდეოჩანაწერებს ბაჩალიაშვილი ისე იყენებდა, როგორც დღიურს და ჩანაწერებს მაშინ აწარმოებდა, როდესაც ცუდად იყო.

ასევე ვრცელდება ერთ-ერთი აფთიაქის თანამშრომელის ჩვენება,ამბობს, რომ,  გარდაცვლილი გოგონა იქ შევიდა, მაგრამ არაფერი უყიდია.  პოლიციამ აფთიაქიდან ვიდეოჩანაწერი უკვე წაიღო.

თვითმკვლელობა, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა შემუშავებული, რადგან ეს ორგანიზებული იყო. საგამოძიებო უწყება თამარ ბაჩალიაშვილის მიერ აბების ყიდვის ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა, აპელირება წამლებზე გააკეთა, მაგრამ ყურადღება არ გაამახვილა იმაზე, რომ ის გასახდომ ჩაისაც ყიდულობს, რაც მას კითხვის ნიშნებს, ეჭვებს უჩენს გამოძიების მიმართ”, – განაცხადა გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, სად განხორციელდა ამ ვიდეოს ჩაწერა.

კომენტარები