(ბაჩალიაშვილის საქმე) „ორი ადამიანი შეიძლება მალე ფიგურირებდეს მკვლელებად, ორი მამაკაცი” – მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იმყოფებოდა. იმ მასალებს გაეცნობა, რასაც გრიფით საიდუმლო სტატუსი ჰქონდა.

-„გამოიძებამ საქმე მკვლელობის მუხლზე უნდა გადააკვალიფიციროს. მაქვს გარკვეული ინფორმაცია, შესაძლოა, მკვლელობაში 2 მამაკაცი ფიგურირებდეს.

ვნახავთ ახლა რასთან გვაქვს საქმე, რა იყო გრიფით საიდუმლო, რისი განსაიდუმლოება მოხდა, არის თუ არა სრულად. ის აბები, რომელი ვითომდა თამარის მიერ იყო შეძენილი, არ არის თამარის მიერ შეძენილი, შესაბამისად, აქ უკვე თვითმკვლელობა აღარ არის, ეს არის მკვლელობა, კეთილი უნდა ინებოს გამოძიებამ, უკვე მკვლელობაზე უნდა გადააკვალიფიციროს.

გარდა ამისა, მე გარკვეულწილად ვფლობ გარკვეული სახის ინფორმაციას, – ორი ადამიანი შეიძლება მალე ფიგურირებდეს მკვლელებად, ორი მამაკაცი,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები