ბაჩალიაშვილის საქმე – „ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას არ ვითხოვ, – დაველოდოთ გამოძიებას.  არავის არ ვუცხადებ“ – ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

-„არ ვითხოვ ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას. მჯერა ჩემი ადვოკატის და ექსპერტის.

დაველოდოთ გამოძიებას.  არავის არ ვუცხადებ უნდობლობას, არც ამ მთავრობას, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს. მე უნდობლობას ვუცხადებ გამოძიებას. დაიკითხოს ის პიროვნება, რომელმაც, ღამე, სამ საათზე მითხრა, კომპიუტერი გავხსენით, მაგაზე ვმუშაობ, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იყო შენი შვილიო, ახლა იძახიან, არ არის გახსნილიო. მიხეილ რამიშვილი იყო გუშინ ექსპერტიზის ბიუროში, ერთი ამბავი იყო, კინაღამ შეჭამეს კაცი. რატომ იყო გახსნილი კომპიუტერი?!

ცხედარი რომ ვნახე, ისეთ დღეში იყო, თითქოს, სადღაც „შებოლეს“. ასეთი რამ არ მინახავს, დღემდე შოკში ვარ. დახურულ სივრცეში აწეულ შუშებში, ასეთი რაღაც არ ხდება. ჩემს გულისკტკივილს არავინ უსმენს. ერთი სიტყვა წამომცდა დნმ-ზე… ჯერ ეს ადრეა. ვენდობი ადვოკატს, ექსპერტს. გაბრაზებული, ემოციური ვიყავი, ვთქვი დნმ-ზე. არ ვითხოვ ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას. მჯერა, ჩემი ადვოკატის და ექსპერტის. ვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიოს საქმე, იქ ბევრი კეთილი ადამიანია, ვინც გულთან მიიტანს ამას. სიმართლე მინდა გავიგო, ვინ მოკლა ჩემი შვილი. მეორე ვარიანტი, ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე“, – განაცხადა გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ცხედრისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვდა.

-„მიცვალებული რომ ვნახე, ისეთ დღეში იყო… ორ და სამ დღეში ასეთი რამე არ ხდება. გამორიცული არ არის, ჩემი შვილის ცხედარი არ იყო, ყველაფერი შესაძლებელია, ვითხოვ დნმ-ის ანალიზის გაკეთებას.

ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა, ისეთივე ეჭვი, როგორიც კომპიუტერზე. გზა რომ გადაკეტეს, მანქანა მაშინ გამოჩნდა, ამაშიც ეჭვი მეპარება“, – განაცხადა გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნაა, საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი  იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

კომენტარები