ბაჩანა შენგელია გახარიაზე: „სტრასბურგში არის დღეს დედაჩემის საქმე -სანამ ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, დედაჩემის საქმეზე ის გასამართლდება“

-„სტრასბურგში არის დღეს დედაჩემის საქმე. სანამ ცოცხალი ვარ, პირობას ვაძლევ, რომ ის[გიორგი გახარია] დაჯდება განსასჯელის სკამზე და გასამართლდება. იმისთვის, რომ მეორე დედაჩემისნაირი საქმე არ განმეორდეს.

გახარიას გადადგომა აბსოლუტურად არაფერს უკავშირდება, ჩვენ არ ვაკეთებთ სწორ ანალიზს… მან სწორი დრო შეარჩია საკუთარი ტყავის გადასარჩენად. ყველამ ვიცით,- როდესაც გემიდან ვირთხები გარბიანო, ეს არის ინტუიცია მათი, როგორ შეიძლება ვირთხა შეაქო, ბოდიში – გახარიასთან არა ვირთხებთან,  მათ რომ ვადარებ, მაგრამ როგორ შეიძლება, ამ ინტუიციის გამო შევაქოთ ადამიანი, -მან დატოვა საკუთარი გემი, რომელსაც ის სისხლით აშენებდა 4 წლის განმავლობაში. როგორ შეიძლება, შევუქოთ სწორ დროს წასვლა იმის გამო, რომ ნიკა მელიაზე ხელი აუკანკალდა. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ის ადამიანი საკუთარი ტყავის გადარჩენას ცდილობს. მაგრამ ის ვერ გაექცევა ვერც ერთ მართმსაჯულებას და მე პირობას ვაძლევ, სანამ ცოცხალი ვარ“, – განცხადა  ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია „მთავარ არხთან“.

კომენტარები