ბაჩუკი ქარდავა – „ივანიშვილი თუ ბევრს გაბედავს არჩევნებში, ბევრს დაკარგავს – ჩვენი მთავარი ამოცანაა“

-„გაერთიანებული ოპოზიცია უკვე მსჯელობს საარჩევნო სტრატეგიაზე.  ამ მოცემულობაში ერთობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. ეს ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა.

ასევე, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, – ბიძინა ივანიშვილი თუ ბევრს გაბედავს ამ არჩევნებში, ბევრს დაკარგავს, თუ ცოტას – ცოტას. მის დამარცხებას  ალტერნატივა რომ არ აქვს და ოპოზიცია კოალიციურ რეჟიმში მოვა ხელისუფლებაში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი ძალა ერთობაშია, ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არცევნებმაც დაამტკიცა. ოპოზიციური კოალიცია აგრძელებს მუშაობს, აუცილებლად მოხდება კოალიციის გაფართოება საკმაოდ საინტერესო პერსონებით.

რაც შეეხება კოალიციურ რეჟმში სიის ფორმირების წესს,  თუ როგორი იქნებოდა სია 2020 წლისთვის, ამაზე ძალა ერთობაშიაში შემავალი სუბიექტები 2018 წელს ერთობლივი დოკუმენტით შეთანხმდნენ, რომელიც არ დაირღვევა. მე ვიქნები თუ არა სიაში, – გეტვით, ედპ აუცილებლად იქნება სიაში, ხოლო ვინ – ამას პარტია წყვეტს“, – განაცხადა „ეროვნულ-დემოკატიული პარტიის“ თავმჯდომარემ და გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ.

კომენტარები