ბებიას, პროთეზი ძაღლმა მოპარა

ბრაზილიელმა ანა კაროლინა ლიმამ და მისმა საქმრომ რამდენიმე თვის წინ ქუჩიდან უპატრონო ძაღლი აიყვანეს. ძაღლს ლუნა დაარქვეს.

ანა კაროლინა ლუნასთან ერთად რამდენიმე დღით ბებიას ესტუმრა.
პატრონმა ლუნა რამდენიმე საათით მოხუცთან დატოვა. სანამ შვილიშვილი სახლში დაბრუნდებოდა, ქალმა დაძინება გადაწყვიტა. კბილის პროთეზი ბალიშის ქვეშ დამალა.

როდესაც მოხუცმა გაიღვიძა, პროთეზი აღარ დახვდა. ორი საათის განმავლობაში ეძებდა.

პროთეზი ძაღლმა მოიპარა.

ძაღლმა საკუთარ კბილებზე პროთეზი კარგად მოირგო. ძაღლმა დიდი ხნის განმავლობაში არ დაუბრუნა ნივთი პატრონს.

კბილებში პროთეზით მოსიარულე ძაღლმა იმდენად გაამხიარულა პატრონი, რომ დასჯას გადაურჩა.

კომენტარები