„ბედნიერი ვარ, მოსკოვის „დინამო“ დავამარცხეთ და ხალხი ასე გავახარეთ“ – ირაკლი სიხარულიძე

ქართული კლუბის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა თავადმსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ.

-„მადლობა უპირველესად იმ მხარდაჭერისთვის, რაც ტრიბუნიდან იგრძნობოდა. როდესაც მოედანზე გავედით და თამაში დაიწყო, ეს მხარადჭერა აშკარად იგრძნობოდა.  ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული, დიდი მოტივაცია გვქონდა, რადგან მაღალი დონის კლუბთან ვთამაშობდით. ეს იყო რთული, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება. ბედნიერი ვარ, მოსკოვის „დინამო“ დავამარცხეთ და ხალხი ასე გავახარეთ,“ – განაცხადა  ირაკლი სიხარულიძემ.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის “დინამო“ 2:1 დაამარცხა. მატჩი გუშინ ჩატარდა.

თბილისის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრის 54-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 29 წლის ფეხბურთელმა თავი ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაშიც გამოიჩინა – ირაკლი სიხარულიძემ გოლი რუმინეთის ვიცე-ჩემპიონ კრაოვას „უნივერსიტატეასაც“ გაუტანა.

 

კომენტარები