„ბევრად უფრო ტოქსიკურია…“ – ახალი ფსიქიატრიული ნივთიერება, რომელმაც ზუგდიდსა და რუსთავში ახალგაზრდების მოწამვლა გამოიწვია

-„მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ზუგდიდსა და რუსთავში და გამოვთქვა ეჭვი, რომ ინტოქსიკაციები, რომლებიც განვითარდა ახალგაზრდებში და გამოიწვია მძიმე შედეგები მათი ჯანმრთელობის კუთხით, განპირობებული იყო ახალი ფსიქიაქტიური ნივთიერების, ე.წ პინაკას მიერ (სამედიცინო დასახელება mdmb-4en-pinaca), რომელსაც ჟარგონულად აგრეთვე ეძახიან „მძიმე წონას“ (heavy weight).

აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს სინთეზური კანაბინოიდებისა და კარფენტანილის ნაზავს, რომლის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს შემდეგი მოვლენები: გაბრუება, ძილიანობა, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და პოლიორგანული უკმარისობა.

WHO-სა და EMCDDA-ს ანგარიშების მიხედვით, აღნიშნულმა ნივთიერებამ ფართო გავრცელება მოიპოვა დარქნეტში.

გაუფრთხილდით თავს და ნუ გამოიწერთ უცნობ ნივთიერებებს, რომელთა ახალი სახესხვაობები დღითიდღე ჩნდება ბაზარზე და წინამორბედებთან შედარებით, ბევრად უფრო ტოქსიკურია“, – წერს ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ახალი ნარკოტიკული საშუალების შესახებ.

კომენტარები