„ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო. ვერც ერთი ქვეყანა ვერ“ – ლევან რატიანი

-„ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც ჩვენს ქვეყანაშია; პატრული ან სასწრაფო დახმარების ბრიგანდა როცა მირეკავდა, პაციენტის მიღებაზე უარი არასოდეს მითქვამს, ბოლო 10 დღეა, პაციენტის გადმოყვანაზე ბევრი “არა” ვთქვი.

ერთი რამ ვიცი ცხოვრებაში, – ადამიანის სიცოცხლე უნდა გადარჩეს, თან ძალან ბევრი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენს ქვეყანას ერთადერთი გამოსავალი აქვს – ისევ უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვა“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარები