„ბევრი საერთო მოდების წერტილია თამბაქოსა და კოვიდ 19-ს შორის, რამეთუ მოგეხსენებათ, კოვიდ-19 უპირველეს ყოვლისა, სასუნთქ სისტემას აზიანებს, იწვევს მის გართულებას, რასაც ჰქვია“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ პრესკონფერენცია გამართა.

-„საქართველოში თამბაქო ყოველწიურად მთლიანი სიკვდილიანობის 22%-ს იწვევს. თამბაქოს მოხმარების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი ახალგაზრდა თაობაა.

ბევრი საერთო მოდების წერტილია თამბაქოსა და კოვიდ 19-ს შორის, რამეთუ მოგეხსენებათ, კოვიდ-19 უპირველეს ყოვლისა, სასუნთქ სისტემას აზიანებს, იწვევს მის გართულებას, რასაც ჰქვია ატიპიური, ანუ ვირუსული პნევმონია. ამ თვალსაზრისით, ერთის მხრივ, თამბაქოს მოხმარებასა და მეორეს მხრივ, კოვიდ ინფექციით დასნებოვნებულ პიროვნებებს შორის ბევრი საერთო ზიანია.  ამ საკითხზე ბევრი და დიდი დისკუსიაა, რომლის შესახებაც მოკლედ შემდგომ მოგახსენებთ. მინდა დღეს მთავარი გზავნილი გავაჟღერო. ყველამ უნდა გავითავისოთ, თამბაქო გახლავთ ერთ-ერთი უპირველესი ფაქტი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს 8 მილიონი ადამიანის სიკვდილს, რაც მსოფლიოში საერთო სიკვდილიანობის 12-14%-ია. ამ მხრივ ჩვენ კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. თამბაქო ყოველწიურად მთლიანი სიკვდილიანობის 22%-ს იწვევს. თამბაქოს მოხმარების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია ახალგაზრდა თაობა“, – განაცხადა გამყრელიძემ

კომენტარები