„ბევრჯერ მითქვამს, ახლაც ვიმეორებ, ვინც ბოლოს შემორჩება სააკაშვილს მხარდამჭერები, იქნება ჩვეულებრივი სექტა…“ – ირაკლი მორგოშია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“

სტუმარი: ირაკლი მორგოშია – „კონსერვატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი

თემა: ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი

-„ჩემი გადმოსახედიდან, რაც დრო გადის, ბევრჯერ მითქვამს, ახლაც ვიმეორებ, ვინც ბოლოს შემორჩება სააკაშვილს მხარდამჭერები, იქნება ჩვეულებრივი სექტა. როდესაც ადამიანი შიმშილობაზე საუბრობდა და არ შიმშილობდა, როდესაც ყველა მისი გადადგმული ნაბიჯი ბათილდება და თურმე არასწორი ყოფილა და ეს ფაქტებით არის გამყარებული, ამაზეც ეს სექტა თვალს ხუჭავს და მაინც იგივე რიტორიკით ლაპარაკობს. ამ დროს ადამიანს უჭირს გონებრივად. ასეთი ხალხი იქნება ბოლოს მის გარშემო.

რაც შეეხება აქციებს, რაც ჩანასახშივე ვერ გააკეთეს, სააკაშვილის მოსვლა იყო ერთადერთი რევოლუციით, მაგრამ მანდაც არასწორი დაგეგმარება, დაგეგმილი აქცენტები და მოლოდინები ჰქონდა. მისი ფლანგიდან რომ წამოვიდეს ძალადობის მოწოდება, მანდ გამოჩნდა ისეთი ხალხი, რომლებიც წინ აღუდგება, რომ მოხდეს სახელმწიფოებრივი დაპირისპირება…“, –  განაცხადა ირაკლი მორგოშიამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო -https://fb.watch/av-5YKloDt/

კომენტარები