“ბევრჯერ მიფიქრია თამარ თორძეზე. 13 წლის ბავშვი და მისი დები…ღამით…ხუთ მიცვალებულთან მარტოდ დარჩენილები.”-ირმა ბეგლარიშვილი:

პოეტი ირმა ბეგლარიშვილი   სოციალურ ქსელში გიორგი(ჟორიკა) რურუას  შესახებ ვრცელ პოსტს ავტცელებს და წერს –

“უკვე რამოდენიმე თვეა ტრიალებს ამ ინტერნეტ სივრცეში გიორგი(ჟორიკა რურუას) გამოძიების საქმე.
ეს ვითომ „ოპოზიციონერები“ ხელაღებით ითხოვენ, ისევ მათგან „პოლიტიკურ პატიმრად“ შერაცხულის გამოშვებას.
ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ მათ ეშინიათ ჟორიკა რურუასი. არა მგონია მისი სიყვარულით დნებოდნენ, მაგრამ ალბათ, ალბათ კი არა ჟორიკას პირის გაღების ეშინიათ და წინასწარ იზღვევენ თავს.
90-იანების მერე ხომ ბევრი ქურდი და ყაჩაღი მოგვევლინა ბიზნესმენად, სხვისი ფულებით გაყოყოჩებულებმა ცა ქუდად რომ არ მიიჩნიეს და დედამიწა ქალამნად. ეგ კი არა, იმხელა სითამამე ეყოთ ხელისუფლებშიც შეძვრნენ. და უზრუნველი მომავალი გაინაღდეს.
ასეთი ადამიანები შუბლზე ძარღვის გარეშე იბადებიან.
შეხედეთ მის უტიფარ თვალებს.
თვალებზევე ეტყობა რისი გამკეთებელიცაა. მე მეცოდება მისი შთამომავლობა. მისი შვილები. ამ ნაძირალა მამის შვილობით რომ უნდა იცხოვრონ და საუკუნო წყევლა-კრულვა დაიმსახურონ.
ცოტა სასცილოა, ასეთი მკვლელი მხოლოდ იარაღის ტარების ბრალდებით დააპატიმრო.
სასაცილოა ისიც, რომ ამერიკიდან სპეციალურად ჩაიყვანეს, იმიტომ რომ სხვისი გვარით იყო მექსიკიდან შემოპარული და ამ დროს წითელი ცირკულაციით იძებნებოდა, როგორც დამნაშავე.
მაგრამ ციხეში მოხვედრის ნაცვლად მისმა მზემ ამოსვლა იწყო. სააკაშვილს სწორედ მისი დ ამისი ძმის მსგავსი ნაძირლები სჭირდებოდა, რომ შიში დაეთესა ქვეყანაში.
არც შემცდარა, გაუმართლდა და „კრიშაც“ გარანტირებული ჰქონდათ. „კრიშა“ კი არა, მისი ძმა ნიკა რურუა კარნახობდა მიშას როგორ მოქცეულიყო.
ამდენი ხანია ციხეში ჰყავთ. ამდენი ცოცხალი მოწმე არსებობს, და მაინც „უჭირთ“ მისი ბრალეულობის დამტკიცება?!
ნებისმიერი დანაშაულის კვალზე ფაქტს ეძებენ…რომ დამნაშავე დაიჭირონ. აქ, ცოცხალი მოწმეა თამარ თორაძის სახით, ვის თვალწინაც ჩაცხრილა მისი ორი ძმა. და ეს საკმარისი არაა?!
რას ელოდებით?!
თავად აღიაროს თავისივე სისხლიანი საქმენი?
სინდისი იმათ ეღვიძებათ, ვისაც ოდესღაც ჰქონდათ. ამას არასოდეს ჰქონია და ღამეებიც მშვიდად ეძინა. თავისი ცოდვები არ აწუხებდა.
უუნარო რომ არის ხელისუფლება დიდიხნის წინ გავიგეთ. ეს ამდენი მცდელობაც არ მინდა დვაიჯერო წინასაარჩევნო შოუა.
ისე სხვათაშორის, მიშა რომ ყოფილიყო თქვენს ადგილზე, ჩადენილს კი არა, არ ჩადენილ დანაშაულს აღიარებინებდა დამნაშავეს.
რამდენი მოწმე გამოჩნდა. რამდენი მსხვერპლი…და კიდევ ასე იწელება ეს პროცესი.
რატომ?
მერე რომ იარაღის ტარებაზე გადაატარონ „პოლიტიკური პატიმარი?“
ერთხელ მაინც დადექით დაზარებულის გვერდით და ის „სამართალიც“ მხოლოდ საწყალი ხალხისთვის არ იყოს დადგენილი.
იმის მეასედი მაინც შეუსრულეთ ხალხს, რასაც ხელისუფლებაში მოსვლამდე დაპირდით.
რურუა „პოლიტიკური პატიმარი“ …
ეს იმდენად ამაზრზენია, რომ ალბათ მაგის გამართლება იქნება თქვენთვის ბოლო ლურსმანი.
ბევრჯერ მიფიქრია თამარ თორძეზე. 13 წლის ბავშვი და მისი დები…ღამით…ხუთ მიცვალებულთან მარტოდ დარჩენილები.
მშობლებ და ძმებ დახოცილი პატარა დები, რომლებსაც ყველასი და ყველაფრის ეშინოდათ. რომლებიც წლობით იმალებოდნენ ხან მონასტერში და ხან სად. რადგან ემუქრებოდნენ.
ბოლომდე გაძარცვეს…
ვფიქრობ სხვა ამდენს გაუძლებდა კიდევ სიცოცხლე გაეგრძელებინა?
წარმოდგენაც არ მინდა, ამ ყველაფრის.
თამარ თორაძეს მოეჩვენა ჟორიკა იქ?
ამაზე მეტი მოწმე ვინ გინდათ?
თვალწინ ძმები დაუხოცეს.
მოთმინებით ელოდება ამდენი წლის მერე მართლმსაჯულებას.
და ეს კითხვები, სად იყავით აქამდე…რამოდენიმე ტელევიზიიდან რომ გაიჟღერა, ცოტა სასაცილოა.
სად იყო აქამდე…აქამდე მისი ძმა მფარველობდა. თვითონ კი სააკაშვილის შავი საქმეების შემსრულებელი იყო. ახლა კი სწორედ ის ხალხი ცდილობს მისი“უდანაშაულობის“ დამტკიცებას, ვისაც ბოლოც და თავიც დასვრილი აქვს.
აი ვინ არიან ის „პოლიტიკოსები.“
ოპოზიცია კი არა…მოღალატეთა გრძელი არმიაა. ვერცხლზე დახარბებულნი და სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, თქვენ გაწყობთ ეს ყოველივე. რადგან იმათ ფონზე კიდევ დიდხანს გასძლებთ.
ირმა ბეგლარიშვილი”-წერს ირმა ბეგლარიშვილი

https://www.facebook.com/100000765822620/posts/3050872661614898/?d=n

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები