ბეირუთში აფეთქება – დანგრეული საავადმყოფოდან ექთანმა სამი ახალშობილი გამოიყვანა

ლიბანელი ფოტოგრაფი, ბილალ ჯავიჩი ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს:

აფეთქების შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი საავადმყოფოდან ექთანს სამი ახალშობილი გამოჰყავს

„გაოცებული ვიყავი,  ექთანი სამ ახლშობილთან ერთად რომ დავინახე. შევნიშნე, ის ძალიან მშვიდად იყო, ეს დიდი კონტრასტი იყო იმის ფონზე, რაც ირგვლივ ხდებოდა.

მოგვიანებით ექთანმა მიამბო, რომ აფეთქებამდე სამშობიარო განყოფილებაში იმყოფებოდა“, – განაცხადა ფოტოგრაფმა.

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, ქალაქში დაინგრა შენობები. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5 000 ადამიანი.

კომენტარები