ბეირუთში აფეთქება – ლიბანის პრეზიდენტი ქვეყანაში ორკვირიან საგანგებო მდგომარეობას აწესებს

ლიბანის პრეზიდენტი მიშელ აუნი ქვეყანაში ორი კვირის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობას აწესებს. ამ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს:

-„დაუშვებელია ექვსი წლის განმავლობაში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში შენახვა,  – ის არ იყო სათანადოდ დაცული“.

სიენენის“ ცნობით, აფეთქება საწყობში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრის ტოლფასი იყო.

ბოლო მონაცემების მიხედვით, ბეირუთში აფეთქებას 73 პირი ემხვერპლა, დაშავდა 3 000-ზე მეტი ადამიანი.

4 აგვისტოს, საღამოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება მოხდა. აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარეობს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საად ჰარირის სახლიც.

წინასწარი ვერსიით, აფეთქება მოჰყვა ხანძარს, რომელიც ფოიერკვერკებით სავსე ადგილას გაჩნდა. აფეთქების დაზიანებულია შენობები.

ამის შესახებ „იერუსალიმ პოსტი“ წერს.

„ბიბისის“ ცნობით, აფეთქება ლიბანის ყოფილის პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შესახებ სასამართლო ვერდიქტის გამოტანას უკავშირდება.

სასამართლო ვერდიქტს ოთხ ეჭვმიტანილს გამოუტანს, – მათ რაფიკ ჰარირის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება ედებათ ბრალად.

ოთხივე ეჭვმიტანილი ჰეზბოლას დაჯგუფების წევრია. ბრალს არც ერთი მათგანი არ აღიარებს.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000 ადამიანი.

ამ ინფორმაციას aljazeera ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიბანის ხელისუფლება მსხვერპლის ზრდას ელოდება, ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება. შენობების ნანგრევებში ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ. საავადმყოფოები გადავსებულია დაშავებულები მოსახლეობით.პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას ექიმები ქუჩებში უწევენ.

-„ბევრი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანი მოდის, სამაშველო ჯგუფებს მათი ახლობლების შესახებ ეკითხება. ღამით სამძებრო სამუშაოები გაძნელდა, არ არის ელექტროენერგია. ჩვენ რეალური კატასტროფის წინაშე ვართ. დრო გვჭირდება ზარალის შესაფასებლად“, – განაცხადა ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ჰამად ჰასანიმ.

Live: Massive explosion shakes Lebanon

 

კომენტარები