ბეირუთში მომხდარი აფეთქება – პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს

ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს. ამ ფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ლიბანის სამხედრო პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამხედრო პროკურატურა აფეთქების გამოძიების საწყის ეტაპს ასრულებს. პორტის ადმინისტრაციის საბჭოდან 18-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა. ესენი ის პირები არიან, რომლებმაც ანგარში რემონტი ჩაატარეს, იქ  სადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ინახებოდა. ამ მომენტისთვის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 16 ადამიანი“, – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოში აცხადებენ, რომ ბეირუთში აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც რუსი ბიზნესმენის კუთვნილ გემ Росус-ზე იყო დატვირთული.

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა. აფეთქებამ ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია. ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა განაცხადა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა. დაშავებულია 5 000 ადამიანი.

კომენტარები